თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერელების“ ვენესუელაში ყოფნის შესახებ ცნობები რუსეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია

ნახვები: 607 ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერელების“ ვენესუელაში ყოფნის შესახებ ცნობები რუსეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია

„ვაგნერელების“ ვენესუელაში ყოფნის შესახებ ცნობები რუსეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„შეშფოთებას იწვევს ვენესუელაში სამთავრობო ჯარებთან ერთად „ვაგნერის“ რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნის შესახებ ცნობები. სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ავაზაკები, მათ მოაქვთ სიკვდილი და დესტაბილიზაცია.

ეს რუსეთის სხვა ქვეყნების საქმეებში უსირცხვილო ჩარევის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქაოსის თესვის ჩვეული სტრატეგიის ნათელი მაგალითია.

ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ყველას ერის არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ. ნამდვილი ლიდერები საკუთარ ერს დაქირავებული მებრძოლების ზურგს უკან არ ემალებიან“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა