ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

ბექა ლილუაშვილი - შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა!

05.08.2024 ნახვები: 325

შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს.

"ამიტომ ერთის მხრივ, ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები მტრები არიან, ხოლო მეორეს მხრივ, ღიად ვერ ამბობენ, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება სურთ, რადგან იციან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოწადინებულია ქვეყნის ევროპული განვითარებისაკენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით, როცა მეგობარი არაერთხელ მოგატყუებდათ, დაიწყებდა თქვენს ლანძღვას, თქვენი რეპუტაციის შელახვას და დადანაშაულებას იმაში, რომ მისთვის ცუდი გინდათ - თქვენ როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი როგორ მოიქცეოდით?! ზუსტად იგივე ხდება, როცა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას ეხება საქმე. ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებს დააბრალოს, რომ მათ ამ ქვეყანაში ომი უნდათ - ეს იმ სახელმწიფოებს დააბრალოს, რომელთაც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ასეთ სახელმწიფოებს უწოდებენ მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს.

ამიტომ დაანებონ თავი კეკლუცს - ან ღიად თქვან, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის განმახორციელებლები არიან ან უბრალოდ, წავიდნენ და დაგვასვენონ - თვითონაც დაისვენონ და ჩვენ დაგვასვენონ პენსიაში გასვლით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა