ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი?

ნახვები: 490 პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი?

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „უცხოურ აგენტებს“ იმისათვის, რომ ერგნეთის აღდგენა, მათი დაფინანსებით მოხდა.

„ეს არის მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება შეიძლება. როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასდროს შევეგუებით. არ შეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, არა ძალით და ომით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების, უფრო სწორედ მოსახლეობის გაერთიანება, იწყება აქ, ამ სოფლის (ერგნეთი) გაძლიერებით. იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ.

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა (თეა წულუკიანი) იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისათვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი. სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი.

არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხოური აგენტების ფულით, მადლობა მათ “, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა