ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩვენ ყველა ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს

08.08.2024 ნახვები: 555

დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ - ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის.

„ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს დღეები, როცა ხალხი, როგორც წესი, დასვენებისკენ არის მომართული, მაგრამ როგორ უცებ მოიღრუბლა და გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად. არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში არ დაუშვას ომი. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია“ , - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა