Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

რუსეთში, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

ნახვები: 546 რუსეთში, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რეგიონის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით ევაკუაცია მოეხდინა რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებიდან. მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაადგილება პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – წერს რაიონის ხელმძღვანელი ანდრეი ბელუსოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც ბელუსოვი აღნიშნავს, უახლოეს დღეებში რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და სხვა ორგანოები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

ცნობისთვის, რუსულმა მხარემ 6 აგვისტოს უკრაინის მიერ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადა. კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა