ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

ფაბრიციო რომანო - „ლივერპული“ მზადაა, გიორგი მამარდაშვილი შეიძინოს და იჯარის წესით „ვალენსიაში“ დააბრუნოს

ნახვები: 487 ფაბრიციო რომანო - „ლივერპული“ მზადაა, გიორგი მამარდაშვილი შეიძინოს და იჯარის წესით „ვალენსიაში“ დააბრუნოს

„ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის ემზადება, თუმცა გუნდის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ჯერ გარკვეული არაა.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ინგლისური „ლივერპული“ მზადაა, მამარდაშვილი შეიძინოს და „ვალენსიაში“ იჯარის წესით დააბრუნოს.

„ინგლისური „ლივერპული„ მამარდაშვილის შეძენას და უკან „ვალენსიაში“ იჯარის წესით დაბრუნებას განიხილავს. ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი, დაახლოებით, 30 მილიონი ევროა, ხოლო ალისონის წასვლის შემდეგ მას ძირითად მეკარედ მოიაზრებენ. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მამარდაშვილი მიესალმება ამ შესაძლებლობას“, – აცხადებს რომანო.

ქართველი მეკარის მომავალთან დაკავშირებით გამოცემა paisleygates-იც წერს: „30 მილიონი ევროს გადახდა მამარდაშვილისთვის ძალიან კარგი გათვლა იქნება. ის უკვე ძალიან თავდაჯერებულია და მუდამ წინ მიდის.

ჯერ ის მზად არაა, „ლივერპულის“ კალიბრის გუნდის ძირითადი მეკარე იყოს, მაგრამ შესანიშნავი მეორე ნომერი იქნებოდა. იჯარის წესით გატარებული ორი სეზონის შემდეგ კი ის პირველ მეკარეობასაც შეძლებს.

„ლივერპულისთვის“ ყველაზე საინტერესოა, რომ მოთამაშე ამ მოცემულობისთვის მზადაა. „ვალენსიას“ ზაფხულში მისი გაყიდვა სჭირდება და ამ ნაბიჯით ყველა ჩართული მხარე ისარგებლებს. სამომავლოდ კი მამარდაშვილი დიდ გუნდში ითამაშებს“, – წერს გამოცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა