რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 515 ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული.

ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დადგება საბერძნეთის გვერდით მაშინ, როცა ისინი გამანადგურებელ ხანძრებს ებრძვიან“.

ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა