სასამართლომ ბაჩო ახალაიას, „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობის“ შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble

რომან გოცირიძე - პოლიტსაბჭოს განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა

13.08.2024 ნახვები: 521

ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა”.

„ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას.

„ქართული ოცნება” 12 წელია იმეორებს იმას, რომ დამნაშავე არის ქართული მხარე. ამართლებდა რა, რუსეთის აგრესიას საქართველოში და მას განიხილავდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ე.წ პროვოკაციულ ნაბიჯებზე რეაგირებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ეს თემა კიდევ უფრო გაამწვავა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა თუ არა. დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეწევა ამ ინტერვიუსი”, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინთან, რომლის დასკვნა 2008 წლის ომზე, “ნაციონალური მოძრაობისთვის” განაჩენის ტოლფასია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ სურდა, „ტალიავინისგან მიეღო განსხვავებული პოზიცია, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას შეამსუბუქებდა, თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა“.

„რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა