საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

„ევროაქტივი“ - ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი, კურსკის ოლქში რუსეთ-უკრაინის ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება

14.08.2024 ნახვები: 553

უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ინტენსიურ ბრძოლებს მილსადენთან, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს გაზით ამარაგებს, მიწოდების პროცესი არ შეუფერხებია.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზის კომპანიები ავრცელებენ.

2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, რის შედეგადაც ავსტრია ევროკავშირის ის ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსეთისგან მიწოდებაზე.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე სახის წნევის შემცირების შესახებ. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, არ არსებობს რაიმე დარღვევების ნიშნები“, – აღნიშნა კომპანია Gas Connect-ის ავსტრიის წარმომადგენელმა.

ამასთან, რუსულ „გაზპრომში“ აღნიშნეს, რომ უკრაინაში ტრანზიტული გაზის მიწოდებას კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას გავლით განაგრძობენ.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ავსტრიაში მიწოდების პრობლემა მოსალოდნელი არ არის, რადგან შენახვის დონე მაღალია, ასევე რუსული გაზი მიწოდება შეიძლება, შეიცვალოს გერმანიის ან იტალიის გავლით. თუმცა, თუ მიწოდება დაუყოვნებლივ შეწყდება, ავსტრია ეკონომიკურად დაზარალდება, კერძოდ, გერმანული გაზის შენახვის საფასურის გამო“,- აღნიშნავენ ავსტრიის ენერგომარეგულირებელ E-Control-ში.

„ევროაქტივი“ წერს, რომ გერმანიაში გაზის შენახვის საფასური 2022 წლიდან იზრდება, შესაბამისად, ქვეყნის გავლით ავსტრიისთვის გაზის იმპორტი, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სლოვაკეთის გავლით.

უკრაინის გავლით გაზის მიმღებთა უმეტესობა აცხადებს, რომ ემზადებიან მიწოდების შეწყვეტისთვის წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურება, რადგან უკრაინაში განაცხადეს, რომ არ სურთ შეთანხმების განახლება.

უკრაინას სლოვაკეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და უნგრეთთან რვა ინტერკონექტორი აქვს, საიდანაც რუსული გაზი ევროპაში ხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა