კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, რომელიც იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია

ნახვები: 559 თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, რომელიც იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია

ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. ხვალ მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი მოწოდება იქნება, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან დაუშვებელია ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს რეზოლუცია, როგორც ევროპარლამენტარებმა უკვე აღნიშნეს, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა