Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

ნახვები: 525 თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნსესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

 

ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:

  • მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია
  • ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები
  • სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმოხილვა
  • მწვანე დაფინანსების მიმოხილვა
  • მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები

ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა.

 

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია რამდენიმე მონაწილის დასწრება. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაციის ფორმა

 

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით.   ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა