თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

თეა წულუკიანი - ნიკა მელიამ უკვე საჯაროდ დაიწყო საუბარი,საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ

ნახვები: 608 თეა წულუკიანი - ნიკა მელიამ უკვე საჯაროდ დაიწყო საუბარი,საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ვიდეოჩანაწერზე, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

როგორც წულუკიანი ამბობს, „ნიკა მელიამ უკვე საჯაროდ დაიწყო საუბარი, რაც ნიშნავს, რომ შიგნით ვერ გაუგეს, არ დაუჯერეს და ახლა საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ".

„ვის ვის და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და მის საქმიანობას მე დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ აქვს ხოლმე გამონათებები და ხანდახან ადეკვატურ შეფასებებსაც აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებით. ვინაიდან მან უკვე ამაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, ეს პოლიტიკაში იმას ნიშნავს, რომ შიგნით ისაუბრა, ვერ გაუგეს, არ დაუჯერეს და ახლა საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ. უგულავა იქნება ეს, ნიკა მელია თუ თითოეული მათგანის იდეები და მოსაზრებები, რა თქმა უნდა, ეს უკვე მათი საქმეა. საზოგადოება ხედავს და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ეს ოპოზიციური ძალა არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არ მგონია, რომ ისინი რაიმე ტიპის პოლიტიკურ ფორმაში მიაღწევენ 2024 წლის არჩევნებამდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

წულუკიანის თქმით, უგულავას იდეების შეფასება უჭირს და ვერ ხვდება, მას რა იდეები აქვს.

„უგულავას იდეების შეფასება მხოლოდ უგულავას ან მისი ოჯახის წევრს შეუძლია. მე ვერ ვხვდები, რა იდეები აქვს. ამას წინათ ვნახეთ, რომ სიტყვებსაც ვერ თარგმნის უცხო ენიდან ქართულისკენ, ამიტომ არ ვიცი, რა შეფასებას მთხოვთ. არც ვიცი, რა იდეაზე მელაპარაკებით", - აღნიშნა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა