თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

იგორ ნარმანია - საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად - დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან

ნახვები: 608 იგორ ნარმანია - საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად - დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან

საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად - დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში.“

„მე წარმოვადგენ ამ კუთხეს და ზოგადად, რომ ვთქვა ეს არის ჩემი ოდაბადე. სამეგრელო, რომელიც მუდამ იდგა ისტორიის სწორ მხრეს, სადაც ვერასდროს იმარჯვებდა „რუსული ოცნება“, რადგან ხალხი აქ ძალიან სწორად განსჯიდა - ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. მე ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრა, მათ შორის,ზუგდიდშიც. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს თანატოლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა, რათა თავი ირჩინოს, სწავლის გადასახადი გადაიხადოს. სინამდვილეში ეს რეალობა ასეთი არ უნდა იყოს, რადგან ზუგდიდში არის იმის პოტენციალი და ეკონომიკური დოვლათი, რომ იყოს ნორმალური გარემო, ეკონომიკური აღმავლობა, რომ განვითარდეს, მაგალითად, ანაკლიის პორტი, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა და რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარი გარანტი. ამიტომ, მე მჯერა, რომ ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. ის ენერგია, რომელიც თითოეულ თქვენგანში სამეგრელოსა და ზუგდიდში იგრძნობა, უნდა იყოს გადამდები დანარჩენი საქართველოსთვის. დანარჩენი საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან!" - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა