კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ჯო ბაიდენი - ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა

ნახვები: 543 ჯო ბაიდენი - ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

„დარტყმა, რომელმაც ნასრალას ლიკვიდაცია მოახდინა, განხორციელდა კონფლიქტის ფართო კონტექსტში, რომელიც დაიწყო „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტით, 2023 წლის 7 ოქტომბერს. ნასრალამ მეორე დღეს მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, ხელი ჩაეჭიდა „ჰამასისთვის“ და გაეხსნა, როგორც მან უწოდა, "ჩრდილოეთის ფრონტი" ისრაელის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფისგან.

„მე მივმართე თავდაცვის მინისტრს, კიდევ უფრო გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვითი პოზიცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაკავებლად და უფრო ფართო რეგიონული ომის რისკის შესამცირებლად“, - აცხადებს ბაიდენი.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, აშშ-ის მიზანია კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით დეესკალაცია როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში.

„ღაზაში ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ლიბანში ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც ადამიანებს უსაფრთხოდ დააბრუნებს საკუთარ სახლებში ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში. დროა გაფორმდეს ეს შეთანხმებები, აღმოიფხვრას საფრთხეები ისრაელისთვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონმა მეტი სტაბილურობა მოიპოვოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა, რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა