ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

26.10.2024 ნახვები: 523

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ამომრჩევლის მიერ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის პროცედურას მოჰყვა, რის შემდეგაც უბნიდან „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი გააძევეს.

„მე-9 უბნიდან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი გააძევეს, რის შემდეგაც ამ უბანზე მოვედი. შიგნით საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იყო, მოვიდა საოლქო კომისიის წევრი, ხოლო სადაც კაბინა არის, მანდ მუშაობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი, არ ვიცი, რომელი ორგანიზაცია იყო. ამომრჩეველი შევიდა კაბინაში, რომელიც ხაზავდა კონკრეტულ პარტიას. ამ დამკვირვებელს საოლქო კომისიის წევრმა უთხრა, აქეთ გამოწიე, რადგანაც ხედავ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმაო. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. გამოვიდა ეს საოლქო კომისიის წევრი, რომელსაც ცემა ყველამ ერთად დაუწყო. გარეთ მოხდა დაპირისპირება, 20- მდე ადამიანი ურტყამდე“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის წარმომადგენელმა.

უბანზე მივიდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ანა წითლიძე, რის შემდეგაც ასევე დაპირისპირება დაიწყო ანა წითლიძესა და „ტრენინგებისა და გაერთიანების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს, გიორგი წულაიას შორის. წითლიძე ამტკიცებდა, რომ გიორგი წულაია სინამდვილეში არის გიორგი ჯიქია, რომელიც ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებებს და ყალბი პირადობის მოწმობითაა რეგისტრირებული უბანში. წითლიძის თქმით, სწორედ წულაიამ დაარტყა ხელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

„ეს არის „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, რომელიც წინა არჩევნებზეც აკეთებდა ზუსტად იგივეს. „შავი დავალებების“ შემსრულებლად ჰყავთ ეს ადამიანი, მათ შორის ეს ადამიანი არის ის, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს და ვინც პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იღებდა მონაწილეობას. მოვუწოდებ პოლიციას, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ“, - მიმართა წითლიძემ გიორგი წულაიას.

თავად გიორგი წულაიას თქმით, წითლიძის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს ადგილი.

„უზრდელი ხარ. შენ ვის უთითებ, სად წავიდეს. ცილისწამებით და არაადეკვატური ქმედებით გამოირჩევი, უღირსი ადამიანი ხარ. შენნაირი ადამიანების საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა ისხდნენ“, - უპასუხა წითლიძეს წულაიამ.

ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, ამ დროისთვის მე-9 უბანზე სიმშვიდეა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა