თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მამუკა ხაზარაძე - ფაქტების შეგროვება ყოველდღიურად მიდის

ნახვები: 611 მამუკა ხაზარაძე - ფაქტების შეგროვება ყოველდღიურად მიდის

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ.

ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი განმარტებით, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ არჩევნების გაყალბების ფაქტებს.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, შეხვედრები, ფაქტების შეგროვება და სხვა აქტივობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს.

„შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან. ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ. ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ – უცხოელებთან ურთიერთობას, ამომრჩეველთან ურთიერთობას, ფაქტების შეგროვებას, რომელიც ყოველდღიურად მოდის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა