თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

ნახვები: 610 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

„უკრაინა არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას.

„ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს“, - აღნიშნა სიბიგამ.

მან რუსეთში დამტკიცებულ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი.

„რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი”, - განაცხადა სიბიგამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა