ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს - რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს

28.11.2024 ნახვები: 519

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების და მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში აღნიშნულია არჩევნების შედეგების არაღიარება და მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

„პირველ რიგში, ვულოცავ ანდრიუს კუბილიუსს, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. მოგეხსენებათ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი აკვირდებოდა და რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, იყო რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში განხორციელებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გაყალბების მასშტაბი იყო მასობრივი და მოიცავდა ხმის ფარულობის დარღვევას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც სრულიად გამოუთხარა ძირი ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.

რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც არჩეულ იქნება ივანიშვილის ლოიალისტებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ, და რომელიც, უწიგნურობასთან ერთად, ცნობილია თავისი შეურაცხმყოფელი და ანტი-ევროპული რიტორიკით.

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების, და, ცხადია, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში აღნიშნულია არჩევნების შედეგების არაღიარება და მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ასევე მსურს, გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც პოლიტიკური პატიმარია.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, ჩვენ, ისტორიის სწორ მხარეს მყოფები, არ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს წარსულ განსხვავებებში, არამედ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მიზნისთვის საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემი კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ იმუშაოთ ახალ კომისიასთან ამ პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რეჟიმის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიების თაობაზე. რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა ან ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება არა მარტო ევროპის იდეასა და ღირებულებებს დააზიანებს, არამედ კიდევ უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს თქვენი გაბედული პოლიტიკური ნაბიჯების და ლიდერობის იმედი და ასევე, გთხოვთ, განაგრძოთ მამაცური ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა