თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ნახვები: 611 ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

რა თქმა უნდა, ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირს ესმის, თუ რატომ ბრაზობს ქართველი ხალხი რომლის უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

„უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს არის ის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა, გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს. ეს აქამდე საქართველოს ყველა მთავრობის გაცხადებული სურვილი იყო, მათ შორის წინა მთავრობის. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, შოკში ჩააგდო. მესმის, რომ საპროტესტო აქციები არ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელუია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა