თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

IPN: შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“

ნახვები: 608 IPN: შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

„ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის“, - განაცხადეს შსს-ში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზეა საუბარი, თუმცა არსებული ცნობით, საუბარი შესაძლოა იყოს მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე.

სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მას რამდენიმე სამართალდამცავი ხვდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, აქტივისტი მიჰყავთ.

თავის მხრივ, ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა