MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

აქციაზე 18 წლის დიჯეი დააკავეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ - ადვოკატი

ნახვები: 540 აქციაზე 18 წლის დიჯეი დააკავეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ - ადვოკატი

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ აქციის 22 მონაწილე დააკავა. მათ შორის არის 18 წლის დიჯეი, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. წინასწარი იზოლატორიდან გამოსული ადვოკატი დაკავებული მიერ მოყოლილ ამბავს ასაჯაროებს. მისი თქმით, 18 წლის ახალგაზრდას სახესა და სხეულის არეში დაზიანებები აღენიშნება. 

"დაკავებულია 18 წლის მუსიკოსი, რომელიც არის დიჯეი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას გაუსწორდნენ არაადამიანურად  და რატომ იყო ადარაადამინური მოპყრობა, როცა ერთის მხრივ შლიდნენ აქციის მონაწილეებს, როდესაც ეს ახალგაზრდა ბიჭ იხევდა უკან და ნელ-ნელა ტოვებდა ტერიტორიას და ალყაში მოაქციეს. სწორედ ამ დროს შევხვდი სპეცრაზმის დანაშაულებრივ ჯგუფსო და ამის შემდეგ დააკავეს, ჯერ ძრს დააგდეს, ფეხებს ურტყამდნენ და როდესაც მანქანაში ჩასვეს, დაინახა, რომ ურტყამდნენ სამ ადამიანს და ამის შემდეგ ‘ახალი მოვიდა, ახალიო“ და ამის შემდეგ ჩემზე გადმოვიდნენო, მირტყამდნენ სახეში, მაგინებდნენო. სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თვალის მიდამოში, ასევე ტანზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. მეორე ადმაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან არ მინახავს. ამ იზოლატორში არ არის, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

დაკავებულ აქტივისტთან ცოტა ხნის წინ ომბუდსმენი და კარლო კაციტაძის უწყების წარმომადგენლები შევიდნენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა