ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში
დონალდ ტრამპი - მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა,
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება
ეკონომიკის სამინისტრო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს
„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

15.12.2024 ნახვები: 572

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

მანამდე კულტურის სამინისტროს წინ შეკრებილმა რესტავრატორებმა/კონსერვატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადმოინაცვლეს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ვინახავთ ისტორიას, ვაშენებთ მომავალს!“, „არა პოლიციური რეჟიმის დაკანონებას“, „ნუ გეშინია“, „სიმართლის ფოიერვერკი“, „ყალბი ოცნება ყალბი იმედი“.

ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

როგორც მსვლელობის დაწყებამდე ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, „ხელოვნება ნიშნავს თავისუფლებას და აუცილებელია, რომ ყოველთვის, ყველგან ხელოვანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ თავის სიტყვას, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ისტორიაში რჩება, არის ხელოვნება“.

„მე მადლობას ვეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველ საღამოს პარლამენტის წინ დგანან. იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო კარგად იციან და ბევრად უფრო მაგრები არიან, ვიდრე ჩვენი თაობა. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ზურგი გავუმაგროთ მათ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შვილები გავზარდეთ.

საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რომელიც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა და არავითარ შემთხვევაში არ დავუთმოთ რუსებს, რომლებსაც ასე გემრიელად ეჩვენებათ საქართველო და მათი ლუკმა ჰგონიათ. მათი ლუკმა არ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი”, - განაცხადა მარი ნაკანმა.

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა