ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

Reuters - ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტრამპს უკრაინის შესახებ მკაფიო სიგნალს გაუგზავნიან

ნახვები: 699 Reuters - ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტრამპს უკრაინის შესახებ მკაფიო სიგნალს გაუგზავნიან

ევროკავშირის ლიდერები დღეს დაგეგმილ სამიტზე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მკაფიო სიგნალს გაუგზავნიან, - ამის შესახებ Reuters-ი სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროსა და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელსაც დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება გამოიწვევს.

ამასთან, ლიდერები ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებენ და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიანთ ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“, - ნათქვამია ევროკავშირის დასკვნის პროექტში და ხაზგასმულია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი ინიციატივა არ უნდა მიიღონ კიევის ჩართულობის გარეშე.

Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა დოკუმენტის პროექტი „აშშ-სთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნად“ შეაფასა.

ლიდერები ასევე განიხილავენ ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფართოების საკითხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა