ეკონომიკის სამინისტრო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს
„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
პაატა ბურჭულაძე - როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
Drone debris falls on residential building in Kyiv's Solomianskyi district

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში საპროტესტო აქციები არ შეწყდება!

20.12.2024 ნახვები: 473

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ორმაგი მიზანი აქვს: პირველი პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით, მისი არმიღება. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი და მთავარი მოთხოვნა. საპროტესტო აქციები არ შეწყდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი არ არის ლეგიტიმური და არ აქვს მანდატი, მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 28 ნოემბერს, რომელიც ევროკავშირისკენ საქართველოს გზის შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ნების საწინააღმდეგოა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსული სტილის არჩევნები.

„ეს იყო რუსული სტილის არჩევნები. ეს იყო რუსეთის მხრიდან ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა. საარჩევნო კამპანიის დროს პროპაგანდის უმეტესი ნაწილი რუსეთის მხრიდან ინსპირირებული იყო. ზოგიერთი ვიდეო იმის ასლი იყო, რა ვიდეოებიც რუსეთის არჩევნების დროს გამოიყენებოდა. ეს სტრატეგია მხოლოდ საქართველოს არ ეხება. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში. რუსეთი ცდის ამის ალტერნატივას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ პოლიგონი. პირველი იყო მოლდოვა და მათ წამატებას ვერ მიაღწიეს მოლდოვაში მოლდოვის დიასპორას დამსახურებით. საქართველო არის შემდეგი პოლიგონი და თქვენ გაქვთ კიდევ ერთი, თქვენთან ძალიან ახლოს - რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი პოლიგონი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უნდა იყოს შეშფოთებული, პირველ რიგში, საქართველო, რადგან ჩვენი უახლოესი მომავალი ახლა განისაზღვრება, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს. ჰიბრიდულ სტრატეგიას, სადაც საქართველო კარგი ტესტი იყო მათთვის, რადგან ხელისუფლება ეხმარებოდათ. ისინი არიან რუსეთის მარიონეტები, ახორციელებენ რუსეთის მეთოდებს და რუსულ კანონებს. ჩვენ გვაქვს რუსული კანონი, რომელიც ყველა ჩვენგანმა ვიცით. ეს არის კანონი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, კონტროლის ქვეშ მოექცია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა