თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მამუკა ხაზარაძე - უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის“ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის

ნახვები: 611 მამუკა ხაზარაძე - უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის“ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის უახლოეს ხანში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

როგორც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის მხრიდან ნაბიჯები, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიდგმება.

„უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!

ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები - ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები, ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა