„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
პაატა ბურჭულაძე - როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
Drone debris falls on residential building in Kyiv's Solomianskyi district
Head of Ukraine's Mission to NATO visits JATEC center
NATO-Ukraine Center outlines priorities for 2026

რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა - სადაც არ უნდა იჩივლოს, ნულოვანი შანსი აქვს

22.01.2025 ნახვები: 575

ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა. სადაც არ უნდა იჩივლოს, განსაკუთრებით შვეიცარიის სასამართლოში, ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაწყებულ სასამართლო დავას ეხმაურება.

რომან გოცირიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა სანქციებში ჯერ არ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის ან „ქართუ ფონდის“ სახელი, რადგან აძლევენ შანსს, რომ „იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს“.

„საკმარისია, აშშ-ის სანქციებში ჩაიწეროს ერთი სიტყვა - უტა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის მთელი ფინანსური სისტემა დაინგრევა. ეს ერთადერთი პიროვნებაა დამფუძნებელი „ქართუ ფონდისა“ ხოლო „ქართუ ფონდი“ არის დამფუძნებელი ყველაფრისა, ოფშორებში თუ აქ, საქართველოში რაც კი რამ არსებობს,მათ შორის „ქართუ ბანკისა“.

საკმარისია ამერიკულ სანქციებში ერთი სიტყვა გაჩნდეს და ივანიშვილის ფინანსურ-ეკონომიკური სამყარო დაინგრევა, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთი მიზეზით: იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს ბიძინა ივანიშვილი.

უტას რომ თავი დავანებოთ, აშშ-ის სანქციებში „ქართუ ფონდი“ რომ ჩაიწეროს, მორჩენილია ყველაფერი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს მომავალში საშინელი დღეები ელის და ამას ის უკვე აცნობიერებს. თუ აცნობიერებს, მაშინ ძალაუფლების უზურპაციას თავი უნდა დაანებოს, დანიშნოს არჩევნები და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი დღე ელოდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

როგორც ადვოკატ ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართლებრივი დავის საგანს ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, “მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა