საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმროდან სერვერებიანად წაიღო და ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ - მიზანი მტკიცებულებების განადგურებაა

ნახვები: 650 პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმროდან სერვერებიანად წაიღო და ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ - მიზანი მტკიცებულებების განადგურებაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა.

მათივე ცნობით, „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება“.

„გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე “შერატონი ბათუმი” უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე, რისი მიღების უფლებაც ჩვენ გვაქვს. “შერატონის” ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად “შერატონ ბათუმის” მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის „მიზეზით“ ისტუმრებს.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევთავაზეთ გიორგი გახარიას გამოკითხვა. პასუხის დაბრუნებას ზუსტად 3 საათი დასჭირდა. 3 საათის თავზე გავიგეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.

რამდენიმე წუთის წინ “შერატონისგან” ვიგებთ, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის” კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “შერატონი” აქტიურად იყო დანაშაულის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამით უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას სერვერებზე არსებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა