ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ესტონეთის პარლამენტი - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ერს - შეიზღუდოს კომუნიკაცია არალეგიტიმურ მთავრობასთან

23.01.2025 ნახვები: 626

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი "ქართული ოცნების" პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის...

ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის განცხადებაში ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, რომლებიც გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას.

სანაცვლოდ, ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად მის ძალისხმევებს უჭერს მხარს.

ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოწოდებით გამოდის, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

განცხადება ესტონეთის პარლამენტის 49 წევრმა წარადგინა, მას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა