შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

23.01.2025 ნახვები: 635

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ : პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT), თავისუფალი პრესა შეზღუდვის გარეშე (FPU), იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ), IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB), PEN International-ი, სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD) ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში ქეითი კილი, ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა), IRMI - რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი (უკრაინა).

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა