ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს მოლაპარაკებების ეშინია

29.01.2025 ნახვები: 625

პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა.

„პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ძლიერი ლიდერების ეშინია და ომის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა ხრიკი ომის დაუსრულებლად გაგრძელებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მკვლელობების გასაგრძელებლად პუტინი ყველაფერს აკეთებს.

„2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაიწყო, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გარდაქმნა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ სწორედ პუტინია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობის ნაცვლად ან სრულმასშტაბიანი მკვლელობები გააგრძელოს, ან პაუზა მიიღოს, რათა ჰიბრიდული დარტყმებით ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის მოემზადოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია. მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება.

„ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება ექნებათ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა