თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა

03.02.2025 ნახვები: 591

თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრო ლიტვინი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, რომლის თქმითაც უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„არ გვინახავს ბატონი კელოგის სრული ინტერვიუ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია. მაგრამ თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს წარუმატებელი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას, სანქციების გვერდის ავლის ახალი გზების პოვნას და ნავთობიდან ფულის შოვნას. ცხადია, ყველა ეს იარაღი არ იქმნება დემოკრატიული მეზობლების პატივისცემის მიზნით. რუსეთის სამხედრო ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის პატივისცემა“, - წერს ლიტვინი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინას სურს, მისი მთავარი პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა უფრო სიღრმისეული მიდგომა გამოიჩინონ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. "დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა