კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

საია-ს თავმჯდომარე - მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და ითხოვს ციხეში დაბრუნებას

ნახვები: 543 საია-ს თავმჯდომარე - მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და ითხოვს ციხეში დაბრუნებას

მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში.

„მზია ამაღლობელი 32-ე დღეა აგრძელებს სრული ფორმით შიმშილობას. კანონმდებლობის თანახმად, „თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში.

პირველ ეტაპზე, საია-ს დაგვიანებით, მხოლოდ 2025 წლის 31 იანვარს გადაეცა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულის თაობაზე ციხის ადმინისტრაციას ეცნობა 2025 წლის 1-ელ თებერვალს. 2025 წლის 2 თებერვალს, საია-მ დამატებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შეექმნა სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2025 წლის 4 თებერვალს, განხორციელდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. 2025 წლის 6 თებერვალს, სახალხო დამცველმა შექმნა ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მზია ამაღლობელი.

მოინახულეს კლინიკაში და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას. ამ დროისთვის ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს წერილობით შეფასებას.

მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ემზადება სასამართლო პროცესისთვის, თუმცა არ იციან, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა