MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

„ოცნების" პოლიტსაბჭო რეზოლუციაზე: ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია

ნახვები: 540 „ოცნების" პოლიტსაბჭო რეზოლუციაზე: ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს.

„ოცნება“ კვლავ კონსპირაციებზე მიუთითებს „დიფ სთეითთან” დაკავშირებით და ამბობს, რომ „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში.

ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას.

როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.

ასევე გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება – „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.


ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, სადაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. პროექტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 63 და თავი შეიკავა 81-მა.

მათ შორის: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ EU-ის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საქართველოში აღარ სრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა