თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

სალომე ზურაბიშვილი - „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა

ნახვები: 611 სალომე ზურაბიშვილი - „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა

ყალბი ჩვენებების მიმცემი თუნდაც რამდენიმე პოლიციელი რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერ სიგნალს გააგზავნის, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის გაკეთებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.

„დიდი ხნის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტი, ძალიან ვიკავებდი თავს სანქციებზე საუბრისგან, ვინაიდან როდესაც სანქციები გაქვს ქვეყანაში - ასევე სანქციები გაქვს ქვეყნის წინააღმდეგ.

ეს სანქციები მოსახლეობამ მოითხოვა, ხალხი მოითხოვს. სამწუხაროდ, ევროპული სანქციები დიპლომატიურ პასპორტებზე ძალიან მცირე რაღაცაა, ვინაიდან ყველას აქვს მეორე პასპორტი.

ასე რომ, უფრო მნიშვნელოვანი ორი რამ. პირველი - თუნდაც ევროკავშირის მიერ კოლექტიურად არ გაკეთდეს, თუნდაც ინდივიდუალური ქვეყნები იყოს, და საშუალო ფენის ხალხი, არა მხოლოდ მთავარი პასუხისმგებელი ხალხი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და ისინი იდენტიფიცირებული არიან, არამედ ასევე შუაში მყოფი ხალხი, რომლებიც აღსრულებენ [ბრძანებებს]. პოლიციელები, რომლებიც მოდიან და ყალბ ჩვენებებს იძლევიან, და ისინი იდენტიფიცირებული არიან, ვინაიდან სახელები უნდა დაწერონ, და მათგან რამდენიმე მაინც რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის კეთებას.

ასე რომ, „კი“ სანქციებს და ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა