აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე ნიკუშა კაციას თითის კვალი არ ამოვიდა, საბადრაგო სამსახური მასზე ძალადობს

21.02.2025 ნახვები: 520

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მათ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე, კაციას თითის კვალი არ ამოვიდა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ნიკუშა კაციას თმის ღერიდან აუღეს ნიმუში, რითაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინა.

აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას ადვოკატი სასამართლოში დღეს წარადგენს, სასამართლო კი მის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„დაცვის მხარეს ალტერნატიული ექსპერტიზა ჰქონდა დანიშნული - დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და თმის ღერიდან ნარკოლოგიური შემოწმება. დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ნიკოლოზ კაციას მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე ნიკოლოზ კაციას თითის კვალი არ ამოვიდა. დღევანდელ პროცესზე ამ მტკიცებულებას წარვადგენთ და სასამართლო მის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

საქმის მასალები როცა გავცვალეთ, მითითებული იყო, თითქოს, ნიკოლოზ კაციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა. მალევე ვიმსჯელე პროკურორთან, რომ დაუყოვნებლივ ჩატარებულიყო ნარკოლოგიური შემოწმება, თუმცა, დადგენილებით უარი მეთქვა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მალევე დავნიშნე ალტერნატიული ექსპერტიზა. ვინაიდან ვადები დასაცავი იყო, თმის ღერი კი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ინფორმაციას ინახავს, სწორედ მსგავსი კატეგორიის ექსპერტიზა ჩავატარეთ. საქმის მასალებში მითითებულია, რომ კაცია აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მას უკანონოდ ინახავდა, თუმცა, ამ მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ეს საშუალება მას არ ეკუთვნოდა, არაფერში სჭირდებოდა. როგორც კაცია აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას „ჩაუდეს“. ჩვენს მიერ ჩატარებულ დასკვნაში მითითებულია, რომ საერთოდ თითის კვალი ამოსული არ არის“,- განაცხადა ლომინაძემ.

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებენ.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე გააკეთა.

„საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა“, - განაცხადა კაციამ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა