კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

22 მარტს, 20:00 საათზე „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

ნახვები: 542 22 მარტს, 20:00 საათზე „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.

 ორგანიზატორების განცხადებით, ამერიკის კონგრესში განიხილება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისკენ და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტინგზე.

"სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთობას, ჩვენი მხარდაჭერის ჩვენებას. ამისთვის აუცილებლად საჭიროა მეტი საქართველოს მოქალაქის შეკრება 22 მარტს და ამ აქტის მხარდაჭერა. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 20:00 საათზე!“ - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი და მსვლელობის ერთ ერთი ორგანიზატორი  გიორგი მუჩაიძემ.

 

მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა