MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

კიტ კელოგი - რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არ დათმობს, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილს არ წარმოადგენს

ნახვები: 513 კიტ კელოგი - რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არ დათმობს, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილს არ წარმოადგენს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არ დათმობს, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილს არ წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლზე, თუმცა იურიდიულად ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილი არ არის. მისი თქმით, ეს ქმნის რთულ სიტუაციას, რომელიც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა.

კელოგის განცხადებით, რუსეთი ფაქტობრივად აკონტროლებს მთელ ლუგანსკის ოლქს, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს კი მხოლოდ ნაწილობრივ.

„ჩნდება კითხვა: როგორი იქნება ეს სიტუაცია მომავალში? რა არის რეალური ტერიტორიული მიღწევები?“, – განცხადა კელოგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ომის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს დე ფაქტო და დე იურე კონტროლი. რუსეთის ფედერაცია ფიზიკურად იმყოფება დაპყრობილ ტერიტორიებზე და არ აპირებს მათ დატოვებას, მაგრამ იურიდიულად ეს მიწები უკრაინის ნაწილად რჩება.

„აქ საჭიროა, გაიმიჯნოს დე ფაქტო და დე იურე. დე ფაქტო ნიშნავს, რომ მათ ფიზიკურად დაიკავეს ტერიტორია და არსად წავლენ, მაგრამ დე იურე ვერ იტყვით, რომ თქვენ სრულად მოახდინეთ მისი ანექსია. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. სწორედ ასეთი რთული დისკუსიები კიდევ გვაქვს ჩასატარებელი“, – განაცხადა კელოგმა.

კელოგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტის საძიებლად საჭიროა, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის პოზიციების გაგება, ასევე კომპრომისის პოვნა, რომელიც ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს ორივე მხარეს.

„ვფიქრობ, რომ საჭიროა მივიღოთ ის, რასაც შეიძლება, ტექნიკური ამოცანა ეწოდოს. რა სურთ უკრაინელებს? რა სურთ რუსებს? შემდეგ ღირს ამ პოზიციების შეჯერება და ისეთი ვარიანტის პოვნა, რომელიც, შესაძლოა, ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერცერთი ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს“, – თქვა კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა