MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ

ნახვები: 473 თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ

 

თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტში - SelectUSA მიიღონ მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში, შარშან თიბისის პარტნიორი 12 კომპანიის 40 წარმომადგენელი გაემგზავრა სამიტზე.

თიბისიმ ამერიკის ბაზრით დაინტერესებულ პარტნიორ ბიზნესებს, აშშ-ის საელჩოსა და AmCham-ის დახმარებით, სამიტის შესახებ ინფორმაცია და სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გაუზიარა. საინფორმაციო შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რობინ ლ. დანიგანი დაესწრო.

სამიტი SelectUSA აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის. ასევე - ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტების დასაკავშირებლად. ყოველწლიური პლატფორმა, ამერიკაში ბიზნესის დაწყებითა თუ გაფართოებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის, ღირებული ინფორმაციისა და კონტაქტების მიმოცვლის, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის.

წელს, რიგით მეთერთმეტე სამიტი 11-14 მაისს, მერილენდის შტატში ჩატარდება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან და AmCham-თან თანამშრომლობით, უკვე მეორე წელია ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ. თიბისის მისია პარტნიორებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივება და განვითარებაში ხელშეწყობაა. დღევანდელი შეხვედრა სრულად თანხვედრაშია ამ მისიასთან. სამიტში მონაწილეობის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკაში მათთვის საინტერესო პოტენციურ ინვესტორებს, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს შეხვდნენ. ჩვენი პრიორიტეტია, თიბისის მხარდაჭერით, რაც შეიძლება მეტი ქართული ბიზნესი გაფართოვდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა