ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე - ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები
ირაკლი კობახიძე - თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტს“, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ „პოდკასტისთვის“
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის
კაია კალასი - ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

ზაზა გოგავა - შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო

27.03.2025 ნახვები: 447

შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია, - ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადა აგვისტოს ომზე სასაუბროდაა დაბარებული.

მისივე თქმით, მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე პირდაპირი წაყოლა იქნებოდა.

„მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა.

ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას - სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ... რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ. ეგ იყო ილუზია. ამ ილუზიებმა ბევრი რამ მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა.

[...] ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. ერთი გადმოსავლელი აქვთ ლიახვზე. მეორემ მხარემ 3 დღით ადრე გააკეთა ეს [მოსახლეობის ევაკუაცია]... ეს არის პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ. ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან... წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, წავედით ჩვენ ევაკუაციაზე ... [ეს რომ გამეკეთებინა] აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი.

ცეცხლის გახსნის დავალება 23:45-ზე მივიღე. ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა