MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

დონალდ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ნახვები: 501 დონალდ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებების მიღწევის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა.

„შეთანხმებების მიღწევა სურთ. შესაძლებელია, თუ შეთანხმების სანაცვლოდ რაიმეს მივიღებთ. მე ამისთვის ნამდვილად მზად ვარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, მოხდება თუ არა შეთანხმებების მიღწევა 2 აპრილამდე, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.

„არა, ალბათ უფრო მოგვიანებით. ეს პროცესს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა