დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს

01.04.2025 ნახვები: 490

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს.

შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ეს პროტესტი ვერ დაშალა. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება, არის მუდმივი და ვერავინ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას. პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამით პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიღებული იქნება მკაცრი რეზოლუცია. სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე.

ასევე, ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, ერთ მხრივ, FARA-თ მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები მოინახოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, ხელისუფლება რომ ახალ რეპრესიულ კანონებს იღებს, ეს იმის ნიშანია, ის რამენაირად ძლიერდება, პირიქით, ძლიერდება პროტესტი. უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს. ჩვენ მივდივართ არჩევნების, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა