MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

50 ამერიკელმა სენატორი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს

ნახვები: 443 50 ამერიკელმა სენატორი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც „რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრეჰემისა და „დემოკრატი“ სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

„ეს სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უარს იტყვის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობისთვის ან წამოიწყებს სხვა ძალისხმევას, მათ შორის სამხედრო შეჭრას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. კანონმდებლობა ასევე აწესებს 500 პროცენტიან ტარიფს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა დასრულდეს ახლა და თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.

„აშშ-ს სენატში გაბატონებული შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა შეწყდეს ახლა და შეჩერდეს მომავალში“, აღნიშნავენ გრეჰემი და ბლუმენტალი.

გრეჰემი და ბლუმენტალი ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს კონგრესის ორივე პალატა.

„ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზად არის და მიიღებს ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას, თუ მათ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარადგენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა