MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

Politico - გერმანიის ახალი მთავრობა ვიქტორ ორბანის დასჯას გეგმავს

ნახვები: 465 Politico - გერმანიის ახალი მთავრობა ვიქტორ ორბანის დასჯას გეგმავს

Politico-ს მტკიცებით, უნგრეთის მთავრობის ავტორიტარული ტენდენციები ბრიუსელსა და ბერლინში ყელში ამოუვიდა. როგორც გამოცემა იტყობინება, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა აღარ აპირებს ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის თვალის დახუჭვას, ამიტომ საუბარი მიმდინარეობს სერიოზულ ზეწოლაზე, რომელიც მის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს.

ბერლინში ფიქრობენ, რომ ორბანი უკვე დიდი ხანია აღარ თამაშობს საერთო ევროპული წესებით. ამ შემთხვევაში, გერმანული პოზიცია მარტივია: თუ საერთო თამაშის წესებს არ ეთანხმები, მაშინ ევროპულ დაფინანსებას ვეღარ მიიღებ.

ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელიცაა. გერმანია მკაცრ მესიჯს უგზავნის არა მხოლოდ ბუდაპეშტს, არამედ სხვა ევროსკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებსაც, რომლებიც ვეტოს უფლებას არაკეთილსინდისიერად იყენებენ.

ამასთან, როგორც ჩანს, გერმანიას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უნგრეთში დემოკრატიის, თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვასთან, რის გამოც, ახალი მთავრობა ორბანის დასჯას გეგმავს, მათ შორის, სანქციებით და სხვა ზომებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა