ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
Zelensky: Russia uses 1,100 drones, over 890 guided aerial bombs, and more than 50 missiles against Ukraine in one week
Eight people injured in Kharkiv region due to Russian shelling
Paratroopers stop advance of more than 20 Russian assault soldiers in north of Pokrovsk
War update: 173 engagements on frontline in past day, fighting most intense in Pokrovsk, Huliaipole sectors
ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ

სანტე: 2018-ში ჩვენ აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა "ყვარლის ბაგის" რძეში, უარი ვთქვით გამოყენებაზე

02.04.2025 ნახვები: 441

რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით კომპანია სანტე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში". 

სანტეს განცხადებით, 2018 წელს სწორედ მათმა კომპანიამ აღმოაჩინა შეუსაბამობა "ყვარლის ბაგის" რძეში, რის გამოც უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.

"სანტე 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სანტეს დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.

ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ სანტემ აღმოაჩინა შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება და ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.

საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი  შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP,  არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.

სანტე არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

რადიო თავისუფლება ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელიც თანახმადაც, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა ყვარლის ბაგა ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას. 

გამოძიებაში საუბარია, თუ როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგამ რევაზ ვაშაკიძის “ჩირინას” 4,7 მლნ ლარი. ლაშა პაპაშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერია. რევაზ ვაშაკიძე კი ქართული ოცნების მთავრობას აკრიტიკებს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგამ სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.

1 წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და თქვა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

როგორც  საგამოძიებო მასალაში ვკითხულობთ, სანტემ მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. სოფლის ნობათში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ამ პერიოდის არქივი არ აქვთ, თუმცა, ჩვეულებრივ, მიღებულ პროდუქციას ამოწმებენ და საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, წარმოებაში აი იღებენ. აგროჰაბმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იმ პერიოდში რძეს ყიდულობდნენ ყვარლის ბაგისგან, თუმცა არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ. 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება სრულად

ყველას ნახვა
ყველას ნახვა