ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
Zelensky: Russia uses 1,100 drones, over 890 guided aerial bombs, and more than 50 missiles against Ukraine in one week
Eight people injured in Kharkiv region due to Russian shelling
Paratroopers stop advance of more than 20 Russian assault soldiers in north of Pokrovsk
War update: 173 engagements on frontline in past day, fighting most intense in Pokrovsk, Huliaipole sectors
ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ

მიხეილ სააკაშვილი - ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე მივიდეს

02.04.2025 ნახვები: 436

ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს-ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა! ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან ხალხს მოუტანა სახელმწიფოებრიობა, რაც მისივე განმარტებით, „ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა“.

„რაც არ უნდა იყოს, როგორ არ უნდა გააკეთონ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. ვიბრძვით რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. მე ხალხს მოვუტანე სახელმწიფოებრიობა, ეს ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა. ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა. ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა ვუთხრა ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, არა მხოლოდ ჩემი პარტიიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „თუ ვინმე იძახის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მათ სინდისზე უნდა იყოს“.

„ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ვინ არის მთავარი საფრთხე ამ რეჟიმისთვის, ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მან “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს.

„სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჩემი, რათა ხალხამდე სიმართლე არ მივიდეს.

ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა