დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

დონალდ ტრამპის ტარიფები და აშშ-ის ოქროს ხანის დასაწყისი

03.04.2025 ნახვები: 427

შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ იწყებს "ოქროს ხანას" ამერიკისთვის, რომ დროა აშშ "აყვავდეს".

ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი და ევროკავშირზე 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაუწესდება.

ასევე, ტრამპის თქმით, შუაღამიდან 25%-იან ტარიფს აამოქმედებს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.

მისი თქმით, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან „მეგობარი მტერზე უარესია“.

ის ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და რომ აშშ-ს წარმოების მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში.

„ამიტომ, შუაღამისას, ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას.

ასევე დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს აანონსებს. 

ტრამპის თქმით, აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - უფრო მაღალი ტარიფები დაუწესდებათ.

დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული (მათ შორის ვალუტის მანიპულაციებით და სავაჭრო ბარიერებით), აშშ-ის მხრიდან დაახლოებით განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით.

მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება.

სხვა დაანონსებული ტარიფებია: ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%.

საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ასევე, უკრაინის, თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე 25%-იანი ტარიფი დააანონსა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა უცხოურ ავტომობილზე.

საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა