Russian army loses another 1,180 troops in Ukraine in the past day
One enemy Kalibr carrier on combat duty in Black Sea
Border guards destroy three Russian positions in Kharkiv region
Fire breaks out in Zaporizhzhia following drone attack
Government appoints new head of State Agency for Tourism Development
Defense Ministry reveals timeline for withdrawal of troops fighting since 2022 from front
Ukrainian forces destroy Russian Nona self-propelled mortar in Kharkiv region
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად შეწყვეტს „სამშვიდობო ძალისხმევას“ თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

თინა ბოკუჩავა - ტყუილად ჰგონია ვაჭარ ივანიშვილს, რომ კვლავ ივაჭრებს პოლიტპატიმრებით, ადამიანების თავისუფლებით, ოპონენტების დაჭერით

03.04.2025 ნახვები: 301

ტყუილად ჰგონია ვაჭარ ივანიშვილს, რომ კვლავ ივაჭრებს პოლიტპატიმრებით, ადამიანების თავისუფლებით, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით - მას ევროკავშირთან აღარ გაუვა, რაც წარსულში გაუვიდა,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა, რადგან სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და ამას „ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით ვერ გადაფარავს".

„გუშინ ივანიშვილის რეჟიმისთვის იყო განსაკუთრებით მძიმე დღე, რადგან ის სამმხრივი დარტყმის ქვეშ მოხვდა: ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ პირველი ოფიციალური შეფასება ტრამპის ადმინისტრაციისგან, ივანიშვილის რეჟიმის მისამართით, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯებს.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებს ოპონენტების გაჩუმებით ან ციხეში გამოკეტვით და რომ დაუშვებელია საკუთარი საზოგადოების ნების უგულებელყოფა".

ეს უმწვავესი განცხადება ადასტურებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც ის ქართული საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ თითქოს პრეზიდენტი ტრამპის პირობებში ამერიკა გადატვირთავს ურთიერთობებს ივანიშვილთან, რომ ტრამპი გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებულ სანქციებს. ურთიერთობების გადატვირთვა მაშინ მოხდება, როცა ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ, ანტიდემოკრატიულ, ანტიამერიკულ, პრო-ჩინურ, პრო-რუსულ და პრო-ირანილ ხელისუფლებას.

იგივე შეუწყნარებლობას ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, სადაც უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა და ვიცე პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი საგანგებო განცხადება გამოაქვეყნეს და განმარტეს, რომ "ოცნება" დემოკრატიას ძირს უთხრის და რომ მათ ნაბიჯები „ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“.

ევროკავშირი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ღირებულებები არ ექვემდებარება გადახედვასა და ვაჭრობას. ამიტომ, სულ ტყუილად ჰგონია ვაჭარ ივანიშვილს, რომ კვლავ ივაჭრებს პოლიტპატიმრებით, ადამიანების თავისუფლებით, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით. მას ევროკავშირთან აღარ გაუვა, რაც წარსულში გაუვიდა, სამყარო შეიცვალა, ევროკავშირი შეიცვალა, მაგრამ დიქტატორებისთვის დამახასიათებელი არაადეკვატურობით, ივანიშვილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს.

მესამე დარტყმა კი, რეჟიმმა დიდი ბრიტანეთისგან მიიღო, რომელმაც დაასანქცირა სასამართლო კლანის ბოსები - მურუსიძე და ჩინჩალაძე, რომლებიც არიან მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი მაკონტროლებელი ღერძები, იმ უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომელსაც ივანიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება, ამ საკითხზე ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ სანქციებმა არა მარტო ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც და ხელის შემწყობები, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და ფინანსური კლანი მოიცვას, რომელზეც არალეგიტიმური ხელისუფლება დგას.

ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით, ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. ბოლოს მაინც მოუწევს კომპრომისი, მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა. თუმცა, ჩვენი ერთობლივი მუშაობით. ჩვენი საერთო-სახალხო პროტესტი, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილზე, რომ რაც შეიძლება მალე დავათმობინოთ ხელისუფლება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა