დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილი - გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე

03.04.2025 ნახვები: 497

გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე - ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

„დღეს, ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. პირველი, არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი. მინდა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმიდან“ მათ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის ორი მთავარი მიზანი სრულიად უცვლელი რჩება, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, ზოგჯერ რაც იყო - წამება, ცუდი მოპყრობა, ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში და ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ, ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე - ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები - 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა