MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ნატო-ს მაღალჩინოსანი - უკრაინაში 900 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

ნახვები: 477 ნატო-ს მაღალჩინოსანი - უკრაინაში 900 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის 900 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ეს მონაცემები ნატო-ს მაღალჩინოსანმა ბრიუსელში, ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მისივე განცხადებით, აქედან 250 000 დაღუპულია. ამასთან, დაჭრილ რუს სამხედროებს შორის ბევრმა, უხარისხო სამედიცინო დახმარების გამო, სამუდამო დაზიანებები მიიღო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანახმად, ყოვლ დღე 1 000 რუსი ჯარისკაცი იღუპება და იჭრება, მაგრამ ახალწვეულების რეკრუტირების ტემპი ჯერჯერობით ემთხვევა მის დანაკარგებს.

”რუსული ჯარების წინსვლა უკრაინაში ნელდება, მისი დანაკარგები იზრდება, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს მძიმე დანაკარგების ატანა ნელი წარმატებების სანაცვლოდ,” -აღნიშნა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუსული საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ აღარ არის მზად ამას შეეგუოს.

ნატო-ს შეფასებით, ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან მძიმე რჩება. ალიანსის პროგნოზით, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ფრონტის ხაზზე და ზოგადად მთელ უკრაინაში ზეწოლას, რათა გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს თავისი უპირატესობა მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად.

„ბრძოლის ველზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსები ემზადებიან ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ამ ომში რუსეთის მიზნები შეიცვალა“, - განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა