ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს
დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
დონალდ ტრამპი - ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

04.04.2025 ნახვები: 450

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე.

სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორისის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებულად უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახლო წარსულში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხანი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ის წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო.

ბატონ სულხანს წარმატებებს ვუსურვებ. მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის. ასევე ვუსურვებ მას წარმატებას მომავალ საქმიანობაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც თავად სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

„მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემ ხალხს და რესპუბლიკას.

მადლობა ნდობისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ვარ ამ კუთხის შვილი. მე დავიბადე და გავიზარდე აჭარაში. ჩემ მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, ალბათ ამ წლებს უკავშირდება.

მადლობა შესაძლებლობისთვის. მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემ ხალხს და ჩემ რესპუბლიკას“,- განაცხადა თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ცნობისთვის, დღეს, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა